{"title":"წიგნები","description":null,"products":[{"product_id":"anger","title":"როგორ მოერია ანანო ბრაზს","description":"\u003cp\u003eბრაზი მნიშვნელოვანი ემოციაა, რომელიც გარემოსთან ადაპტაციაში გვეხმარება. მართებული ფორმით გამოხატვის შემთხვევაში, იგი სასიკეთო ცვლილებების მომტანი შეიძლება გახდეს, ხოლო უკონტროლო ბრაზმა შესაძლოა აგრესიული ქცევა განაპირობოს.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eეს ილუსტრირებული წიგნი პატარებს რთული ემოციების მართვის ჯადოსნურ ხრიკებს ასწავლის და თან იმის გაცნობიერებაშიც დაეხმარება, რომ ყველა ემოცია მისაღებია, მთავარია მათი სწორად და ეფექტურად გამოხატვა ვიცოდეთ. წიგნი პრაქტიკულ დახმარებას გაუწევს როგორც მშობლებს, ისე თერაპევტებსა და ბაღის მასწავლებლებს.\u003c\/p\u003e","brand":"Librum","offers":[{"title":"Default Title","offer_id":63110053200243,"sku":"ANGER-KA-HC","price":18.9,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/1009\/3825\/2659\/files\/anger-front-spine-three-quarter-brighter-window.png?v=1787247364"},{"product_id":"patience","title":"როგორ ისწავლა ანანომ მოთმინება","description":"\u003cp\u003eშეგიმჩნევიათ, როგორ უჭირთ ბავშვებს ლოდინი? ეს ბუნებრივიცაა, რადგან პატარებს დროის ცნება ჯერ კიდევ არ აქვთ ჩამოყალიბებული და მოთმინების უნარის გავარჯიშებაში უფროსების დახმარება სჭირდებათ.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eამ ფერად წიგნში ბავშვები კვლავ შეხვდებიან ანანოს და მის მეგობრებს - ცეროდენა დანის, დათუნია ბობოს და ბუზღუნა ტყის კაცუნებსაც გაიცნობენ. მათთან ერთად აღმოაჩენენ, რომ ლოდინი  შეიძლება მოსაწყენი სულაც არ იყოს და თუ თავშესაქცევს იპოვი, საინტერესოც კია ხოლმე.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eწიგნი პრაქტიკულ დახმარებას გაუწევს როგორც მშობლებს, ისე თერაპევტებსა და ბაღის მასწავლებლებს.\u003c\/p\u003e","brand":"Librum","offers":[{"title":"Default Title","offer_id":63110053790067,"sku":"PATIENCE-KA-HC","price":18.9,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/1009\/3825\/2659\/files\/patience-front-spine-three-quarter.png?v=1787245287"},{"product_id":"sleep-book","title":"ახლა შეგიძლია მოეშვა, მოდუნდე და დაისვენო","description":"\u003cp\u003eწიგნი, რომელიც ძილისწინა რიტუალს სასიამოვნო წუთებად აქცევს და პატარებს მშვიდად ჩაძინებაში დაეხმარება.\u003c\/p\u003e\u003cp\u003e„ეს წიგნი პატარებისთვის ძილის წინ საკითხავია, რათა დატვირთული დღის ბოლოს მადლიერებით შეამჩნიონ სხეულში მიმდინარე ყველა ის პროცესი, რაც მათ სიცოცხლითა და ცხოვრებით ტკბობის შესაძლებლობას აძლევს. ამგვარად მათში წარმოვქმნით უშფოთველობის, შინაგან და გარეგან სამყაროსთან ერთობის და სიხარულის განცდებს, რაც აღმდგენი ძილის საწინდარიცაა“ — ავტორი, ნეიროფსიქოლოგი ნინო მარგველაშვილი.\u003c\/p\u003e","brand":"Librum","offers":[{"title":"Default Title","offer_id":63110053986675,"sku":"SLEEP-KA-HC","price":25.0,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/1009\/3825\/2659\/files\/sleep-book-front-spine-three-quarter.png?v=1787322409"},{"product_id":"mom-dad","title":"დედიკო და მამიკო სამსახურში მიდიან","description":"\u003cp\u003e\u003cmeta charset=\"utf-8\"\u003e\u003cspan\u003eმშობლებთან განშორება ბავშვებში ხშირად შფოთვას და უარყოფით ემოციებს იწვევს. თუ ატყობთ, რომ ბავშვს უჭირს მშობელთან განშორება, \u003c\/span\u003e\u003cspan\u003eტირის, ბრაზობს და ნერვიულობს, \u003c\/span\u003e\u003cspan\u003eმაშინ ეს წიგნი აუცილებლად უნდა წაუკითხოთ.\u003c\/span\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cspan\u003eწიგნი საშუალებას მოგცემთ, ასაკის შესაბამისად ესაუბროთ პატარას განშორებასა და მონატრებაზე და დაეხმაროთ მას გამკლავების სტრატეგიების შემუშავებაში.\u003c\/span\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cspan\u003e\u003cmeta charset=\"utf-8\"\u003eეს არის წიგნი მშობლებისა და შვილების ურთიერთობაზე, ბავშვურ განცდებსა და სიყვარულის იმ უხილავ ძაფზე, რომელიც მათ ერთმანეთთან ყოველთვის აკავშირებს.\u003c\/span\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cspan\u003eწიგნი პრაქტიკულ დახმარებას გაუწევს როგორც მშობლებს, ისე თერაპევტებსა და მასწავლებლებს, \u003c\/span\u003e\u003cspan\u003eდა ხელს შეუწყობს ბავშვების მხარდაჭერას როგორც ბაღთან ადაპტაციის, ისე განშორების შფოთვის დაძლევის პროცესში.\u003c\/span\u003e\u003cspan\u003e\u003c\/span\u003e\u003c\/p\u003e","brand":"Librum","offers":[{"title":"Default Title","offer_id":63110054347123,"sku":"MOM-DAD-KA-HC","price":25.0,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/1009\/3825\/2659\/files\/mom-dad-front.png?v=1787392127"},{"product_id":"city-infallible","title":"უშეცდომოთა ქალაქი","description":"\u003cp\u003eნუცა უშიშარი და მამაცი გოგონაა... უფრო სწორად, თითქმის უშიშარი, რადგან ისევე როგორც ყველას, მასაც აქვს ერთი პატარა შიში: შეცდომების დაშვების. ერთ დღესაც, როდესაც ნუცა თავის ოთახში მოწყენილი იჯდა და დაშვებულ შეცდომებზე დარდობდა, მის ფანჯარაში უცნაური ნემსიყლაპია, კოღიტო გამოჩნდა. სწორედ აქედან იწყება თავგადასავალი, რომელიც გოგონას თავს ჯერ ბრძენი სოკუტეს ქოხში, შემდეგ კი ჭინკების ნაცრისფერ ქალაქში ამოაყოფინებს. ამ უჩვეულო მოგზაურობაში ნუცა მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას აღმოაჩენს.\u003c\/p\u003e","brand":"Librum","offers":[{"title":"Default Title","offer_id":63110054412659,"sku":"INFALLIBLE-KA-HC","price":25.0,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/1009\/3825\/2659\/files\/infallible-front.png?v=1787419562"}],"url":"https:\/\/librumpublishing.com\/collections\/books.oembed","provider":"ლიბრუმი","version":"1.0","type":"link"}