{"product_id":"mom-dad","title":"დედიკო და მამიკო სამსახურში მიდიან","description":"\u003cp\u003eროგორ დავეხმაროთ ბავშვებს, დაძლიონ მშობლებთან განშორებით გამოწვეული შფოთვა და უსიამოვნო ემოციები? როგორ ვესაუბროთ მათ ამ განცდებზე? ამ კითხვებზე პასუხის პოვნაში წიგნის მთავარი გმირი, კოსო დაგეხმარებათ.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eკოსოს, ბევრი ბავშვის მსგავსად, მშობლებთან განშორება უჭირს. ყოველ დილით, როცა ისინი სამსახურში მიდიან, სევდა და შფოთვა ეუფლება. ერთ დღეს კოსო გადაწყვეტს, საკუთარ განცდებზე მშობლებს გულწრფელად ესაუბროს და  ეს საუბარი მას საკუთარი ემოციების უკეთ გააზრებასა და გამკლავების გზების პოვნაში დაეხმარება.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eეს არის წიგნი მშობლებისა და შვილების ურთიერთობაზე, ბავშვურ განცდებსა და   სიყვარულის იმ უხილავ ძაფზე, რომელიც მათ ერთმანეთთან ყოველთვის აკავშირებს.\u003c\/p\u003e\u003cp\u003eწიგნი ეფუძნება ავტორის, ფსიქოთერაპევტ მზიკო დალაქიშვილის თერაპიული მუშაობის მრავალწლიან გამოცდილებას. ის პრაქტიკულ დახმარებას გაუწევს მშობლებს, საბავშვო ბაღის აღმზრდელებსა და თერაპევტებს, და  ხელს შეუწყობს ბავშვების მხარდაჭერას როგორც ბაღთან ადაპტაციის პერიოდში, ისე განშორების შფოთვის დაძლევის პროცესში.\u003c\/p\u003e","brand":"Librum","offers":[{"title":"Default Title","offer_id":63110054347123,"sku":null,"price":25.0,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/1009\/3825\/2659\/files\/mom-dad-front.png?v=1787392127","url":"https:\/\/librumpublishing.com\/products\/mom-dad","provider":"ლიბრუმი","version":"1.0","type":"link"}