🎉 The website is in test mode 🎉

უსაფრთხოების პროგრამა

4 პრაქტიკული შეხვედრა 7–10 წლის ბავშვებისთვის

Register (opens in a new tab)
უსაფრთხოების პროგრამა
Age
7–10
Meetings
4
Price
240.00 GEL
Meeting day
Saturday 15:00

About the program

რამდენად დარწმუნებული ხართ, რომ თქვენმა შვილმა იცის, როგორ მოიქცეს სახიფათო სიტუაციებში?

პრაქტიკა აჩვენებს, რომ უსაფრთხოებისთვის მხოლოდ წესების  ცოდნა  საკმარისი არ არის. ამისათვის აუცილებელია, ბავშვმა იცოდეს საკუთარი ემოციებისა და სხეულის სიგნალების ამოცნობა, საზღვრების დაცვა და შეეძლოს საჭირო დროს დახმარების თხოვნა. „უსაფრთხოების პროგრამა“ შექმნილია იმისთვის, რომ ბავშვებმა ეს საკვანძო უნარები პროფესიონალი ფსიქოლოგის დახმარებით გამოიმუშავონ.

ოთხი შეხვედრის განმავლობაში ბავშვები თამაშებით, ისტორიებით, როლური სიტუაციებითა და სავარჯიშოებით ისწავლიან საკუთარ თავზე დაკვირვებას, გადაწყვეტილების მიღებას და არასასიამოვნო ან სახიფათო სიტუაციაში მოქმედებას.

Program content

15:00–16:15

ემოციები და უსაფრთხოების განცდა

როგორ მივხვდე, რას ვგრძნობ და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

ბავშვები ემოციების ამოცნობისა და დასახელების თამაშებით იმსჯელებენ, როდის გრძნობენ თავს უსაფრთხოდ და როდის უჩნდებათ შიში, უხერხულობა ან დაბნეულობა.

ისინი შექმნიან საკუთარ უსაფრთხოების რუკას და ისწავლიან საკუთარი ემოციებისთვის ყურადღების მიქცევას.

15:00–16:15

ჩემი სხეული და ადრეული მაფრთხილებელი ნიშნები

როგორ მიმანიშნებს ჩემი სხეული, რომ რაღაც რიგზე ვერ არის?

ბავშვები დააკვირდებიან სხეულის რეაქციებს, იმსჯელებენ პირად სივრცესა და საზღვრებზე და გაითამაშებენ სიტუაციებს, რომლებშიც უნდა გადაწყვიტონ დარჩენა, გარიდება ან დახმარების თხოვნა.

მთავარი უნარია სხეულის სიგნალების მოსმენა, საფრთხის ამოცნობა და სწრაფი მოქმედება.

15:00–16:15

სანდო ადამიანები და დახმარების თხოვნა

ვის მივმართო, როცა რაღაც მაწუხებს, მაშინებს ან მაბნევს?

ბავშვები შექმნიან სანდო ადამიანების წრეს, განიხილავენ სხვადასხვა სიტუაციას და როლური თამაშებით ივარჯიშებენ დახმარების ეფექტურად თხოვნაში.

ისინი ისწავლიან, რომ თუ ერთი ადამიანი ვერ დაეხმარათ, დახმარების ძიება არ უნდა შეწყვიტონ.

15:00–16:15

ჩემი ხმის ძალა

როგორ ვთქვა „არა“ ეფექტურად და დავიცვა საკუთარი საზღვრები?

ბავშვები გაითამაშებენ გავრცელებულ სოციალურ სიტუაციებს, ივარჯიშებენ საკუთარი პოზიციის მშვიდობიანად დაცვაში და განიხილავენ თანატოლების ზეწოლაზე რეაგირებას.

მთავარი უნარია საკუთარი საზღვრებისა და პოზიციის დაცვა.

After the program, your child will be able to

  1. ამოიცნოს საკუთარი ემოციები და სხეულის სიგნალები
  2. შენიშნოს არასასიამოვნო ან სახიფათო სიტუაციები
  3. დაიცვას საკუთარი საზღვრები და მკაფიოდ თქვას „არა“
  4. უპასუხოს თანატოლების ზეწოლას
  5. იპოვოს სანდო ადამიანი და ეფექტურად ითხოვოს დახმარება
  6. მიიღოს თავდაჯერებული გადაწყვეტილება რთულ სიტუაციაში

Venue

Petit Bazar | Kids Concept Store

ი. აბაშიძის ქუჩა 59, თბილისი 0162

Program hosts

ივანე საათაშვილი

ივანე საათაშვილი

Host · ბავშვთა ფსიქოლოგი

ივანეს საქმიანობა უკავშირდება ბავშვების მხარდაჭერასა და მათთან მომუშავე სპეციალისტების გაძლიერებას. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას თითოეული ბავშვისთვის. ივანე აქტიურად მუშაობს საქართველოში ბავშვებისთვის პირადი უსაფრთხოების სწავლებასა და ზრდასრულების ცნობიერების ამაღლებაზე.