🎉 The website is in test mode 🎉

სოციალური უნარების პროგრამა

4 პრაქტიკული შეხვედრა 6-9 წლის ბავშვებისთვის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კონფლიქტის მართვის უნარების გასაძლიერებლად.

Register (opens in a new tab)
სოციალური უნარებისა და კონფლიქტის მართვის პროგრამა
Age
6–9
Meetings
4
Price
240.00 GEL
Meeting day
Sunday 11:00

About the program

მეგობრობის დაწყება და შენარჩუნება, გუნდში საკუთარი ადგილის პოვნა, თანამშრომლობა და კონფლიქტების მოგვარება — ეს ის უნარებია, რომლებიც ბავშვს თანატოლებთან ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში ეხმარება.

თუ თვლით, რომ თქვენს შვილს უჭირს თანატოლებთან თავის დამკვიდრება, ზედმეტად მორიდებული ან, პირიქით, ბრაზიანია, ან უბრალოდ გსურთ, მეტად თავდაჯერებული იყოს ბავშვებთან ურთიერთობაში, მაშინ ეს პროგრამა დაგეხმარებათ. ჩვენი შეხვედრების ფარგლებში ბავშვები პროფესიონალი ფსიქოლოგების დახმარებით, სახალისო და პრაქტიკული აქტივობების გზით დაეუფლებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსადეგ უნარებს, რაც მათ სასკოლო ცხოვრებას გაუადვილებს და დაეხმარება ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.

Program content

11:00–12:15

მეგობრების შეძენა

როგორ იწყება და ნარჩუნდება სანდო მეგობრობა?

ბავშვები დაფიქრდებიან, რას ნიშნავს მათთვის მეგობრობა და რა ეხმარება ადამიანებს ერთმანეთთან დაახლოებასა და ურთიერთობის შენარჩუნებაში.

თამაშების, ისტორიებისა და პრაქტიკული დავალებების საშუალებით ისინი ივარჯიშებენ ახალი მეგობრების გაცნობაში, სხვების თამაშში ჩართვაში, იმედგაცრუებასთან გამკლავებასა და ემპათიისა და კეთილგანწყობის გამოხატვაში.

11:00–12:15

თანამშრომლობა

როგორ მივაღწიოთ საერთო მიზანს, როცა ყველანი განსხვავებულები ვართ?

ბავშვის ცხოვრებაში ხშირად არის სიტუაციები, როდესაც საჭიროა სხვებთან თანამშრომლობა, დავალების შესრულება, იდეების გაზიარება და საერთო გადაწყვეტილების მიღება.

პრაქტიკული სავარჯიშოებით ბავშვები ისწავლიან ერთმანეთის მოსმენას, საკუთარი იდეის შეთავაზებას, სხვისი აზრის გათვალისწინებას, პასუხისმგებლობის განაწილებას, რიგის დაცვასა და შეთანხმებას.

11:00–12:15

კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება

როგორ მოვიქცეთ უთანხმოების დროს?

კამათი და უთანხმოება ურთიერთობის ბუნებრივი ნაწილია. მიზანი ყველა კონფლიქტის თავიდან აცილება კი არა, მისი მართვის სწავლაა.

რეალურ ცხოვრებასთან მიახლოებულ სიტუაციებზე მუშაობით ბავშვები ისწავლიან შეჩერებასა და მოსმენას, საკუთარი პოზიციის ახსნას, ინტერესების ეთიკურად დაცვას და ორივე მხარისთვის მისაღები გამოსავლის მოძებნას.

11:00–12:15

ბულინგის პრევენცია

როგორ დავიცვათ საკუთარი თავი და დავეხმაროთ სხვას?

ყველა უსიამოვნო შემთხვევა ან კამათი ბულინგი არ არის. ბავშვი ისწავლის ჩვეულებრივი უთანხმოებისა და განმეორებითი საზიანო ქცევის ერთმანეთისგან გარჩევას.

ბავშვები ივარჯიშებენ, როგორ თქვან, რომ კონკრეტული ქცევა მიუღებელია, როდის გაერიდონ სიტუაციას და როდის და როგორ ითხოვონ დახმარება.

After the program, your child will be able to

  1. გაიგოს, როგორ იქმნება ჯანსაღი მეგობრობა და როგორ შეიძინოს ახალი მეგობრები
  2. ითანამშრომლოს სხვებთან და გაითვალისწინოს განსხვავებული იდეები
  3. კონფლიქტები მშვიდობიანად გადაჭრას და კომპრომისი მოძებნოს
  4. რთულ სოციალურ სიტუაციებში საკუთარი თავი დაიცვას და დახმარება ითხოვოს

Venue

Petit Bazar | Kids Concept Store

ი. აბაშიძის ქუჩა 59, თბილისი 0162

Program hosts

გვანცა ჩვამანია

გვანცა ჩვამანია

Host · საერთაშორისო ქცევის ანალიტიკოსი და ფსიქოლოგი

მუშაობს ბავშვებთან ქცევითი ანალიზის მიმართულებით; ატარებს ჯგუფურ და ინდივიდუალურ სესიებს თავდაჯერებულობის, კომუნიკაციისა და სოციალური უნარების განსავითარებლად.