🎉 სიახლე: "უშეცდომოთა ქალაქი" უკვე გაყიდვაშია 🎉

პატარა მწერლების პროგრამა

4 შეხვედრიანი შემოქმედებითი პროგრამა 7–12 წლის ბავშვებისთვის

რეგისტრაცია (ახალ ჩანართში)
პატარა მწერლების პროგრამა
ასაკი
7–12
შეხვედრების რაოდენობა
4
ღირებულება
240.00 GEL
შეხვედრის დღე
შაბათი 17:00

პროგრამის აღწერა

ბავშვებს აქვთ უნიკალური ნიჭი, ყველა უმნიშვნელო წვრილმანისგან შექმნან თავგადასავალი, ამბავი, რომელიც მოსაყოლია... თუმცა იმისთვის, რომ ჩანაფიქრი ნამდვილ მოთხრობად იქცეს,  ფანტაზიას შესაბამისი სიტყვების პოვნა, იდეას - ფორმის მიცემა, ხოლო ამბავს - უნიკალური ხმის აღმოჩენა  სჭირდება. ჩვენს კურსზე ბავშვები ისწავლიან, როგორ აქციონ იდეები საინტერესო ისტორიად, შექმნან პერსონაჟები, ააგონ სიუჟეტი და თავიანთი წარმოსახვით შექმნილი ამბავი მოთხრობად აქციონ.

‘’პატარა მწერლები’’ შემოქმედებითი პროგრამაა იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც ისტორიების გამოგონება, წერა და შექმნა უყვართ. ოთხი შეხვედრის განმავლობაში ბავშვები მოთხრობის წერის მთლიან გზას გაივლიან -  იდეიდან დასრულებულ საავტორო ტექსტამდე. პროგრამას გაუძღვება მწერალი და სცენარისტი მარი ბექაური. 

პროგრამის შინაარსი

17:00–18:15

იდეა და მთავარი გმირი

საიდან იწყება ისტორია და როგორ იბადება მისი მთავარი გმირი?

ბავშვები აღმოაჩენენ, რომ საინტერესო ისტორია შეიძლება იმალებოდეს ყველგან: ყოველდღიურ ამბავში, მოგონებაში, უცნაურ შეკითხვასა თუ გამოგონილ სამყაროში.

ისინი ისწავლიან იდეაზე მუშაობას და შექმნიან საკუთარი მოთხრობის მთავარ გმირს.

17:00–18:15

პერსონაჟები და ისტორიის საკვანძო მომენტები

ვინ ცხოვრობს მთავარი გმირის სამყაროში და რა უნდა მოხდეს მოთხრობაში?

ბავშვები შექმნიან სხვადასხვა პერსონაჟს, განსაზღვრავენ მათ როლებს და მოიფიქრებენ ამბის საკვანძო მომენტებს:საიდან იწყება ამბავი, რა გადახდება მთავარ გმირს და რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ისტორია.

17:00–18:15

სიუჟეტის აგება

როგორ იქცევა ცალკეული იდეები ერთ შეკრულ ისტორიად?

ბავშვები გაეცნობიან მოთხრობის აგების ძირითად პრინციპებს; ისწავლიან, როგორ ვითარდება ამბავი დასაწყისიდან დასასრულამდე. პროფესიონალი მწერლის დახმარებით, მოფიქრებულ მოვლენებს ერთ სიუჟეტად გააერთიანებენ და საკუთარი მოთხრობის წერას დაიწყებენ.

17:00–18:15

ავტორის დღე - ჩემი პირველი დასრულებული მოთხრობა

ბოლო შეხვედრა პატარა ავტორებს დაეთმობათ. ისინი  ისწავლიან, როგორ გადახედონ უკვე დაწერილ ტექსტს და გადაწყვეტენ, რა შეცვალონ იმისთვის, რომ მკითხველისთვის მოთხრობა უფრო გასაგები და საინტერესო იყოს. თითოეულ მონაწილეს ექნება შესაძლებლობა, საკუთარი მოთხრობა ჯგუფს წაუკითხოს, მოუსმინოს მათ და მიიღოს უკვე ნასწავლზე დაფუძნებული უკუკავშირი.

პროგრამის ბოლოს თითოეულ ბავშვს საკუთარი, დასრულებული საავტორო მოთხრობა ექნება.

პროგრამის შემდეგ ბავშვი შეძლებს

  1. იპოვოს და განავითაროს მოთხრობის იდეა
  2. შექმნას მთავარი გმირი და სხვა პერსონაჟები
  3. ააგოს შეკრული სიუჟეტი
  4. დაწეროს და დაარედაქტიროს დასრულებული საავტორო მოთხრობა

შეხვედრის ადგილი

Petit Bazar | Kids Concept Store

ი. აბაშიძის ქუჩა 59, თბილისი 0162

პროგრამის წამყვანები

მარი ბექაური

მარი ბექაური

წამყვანი · ფსიქოლოგი

სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრი, მწერალი, სცენარისტი. არის რამდენიმე წიგნის ავტორი და ლიტერატურული პრემია "საბას" ლაურეატი. მისი მოთხრობები თარგმნილი და გამოცემულია რამდენიმე ენაზე.

რეგისტრაცია გახსნილია

ფორმის შევსება (ახალ ჩანართში)