🎉 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში 🎉
ქართული საბავშვო გამომცემლობა

წიგნები საკუთარი თავისა და სამყაროს შესაცნობად

ილუსტრირებული ამბები პრაქტიკოსი ფსიქოლოგებისგან. წიგნები, რომლებიც ბავშვებს მხიარულ თავგადასავლებში ამოგზაურებენ, ამავდროულად კი პრაქტიკული, ცხოვრებისეული უნარების ჩამოყალიბებაში დაეხმარებიან.

3+ასაკის მკითხველისთვის
🇬🇪შექმნილია საქართველოში
უშეცდომოთა ქალაქი
მალე

„უშეცდომოთა ქალაქი“ – სადაც პატარები შეცდომების მნიშვნელობას აღმოაჩენენ

რატომ ლიბრუმი

სპეციალისტების ცოდნა

წიგნები შექმნილია პრაქტიკოსი ფსიქოლოგებისა და ნეიროფსიქოლოგების მიერ

ზღაპრის ენაზე

რთული თემები ბავშვს სახალისო ამბებისა და ზღაპრების სახით მიეწოდება

გზამკვლევი

ეხმარება მშობლებსა და მასწავლებლებს ბავშვთან ეფექტურ კომუნიკაციასა და მნიშვნელოვანი თემების ბუნებრივი გზით განხილვაში

ილუსტრაციები

წიგნის ფურცლებზე სიყვარულითა და განსაკუთრებული მონდომებით გაცოცხლებული ამბები

ჩვენ შესახებ

შექმნილი ბავშვების განვითარებისთვის

გამომცემლობა ლიბრუმის მიზანია, შექმნას მაღალი ხარისხის, მრავალფეროვანი საბავშვო ლიტერატურა, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის შემეცნებითი, ემოციური და სოციალური უნარების განვითარებას. ჩვენი წიგნები აერთიანებს გასართობ სიუჟეტებსა და ღირებულ გზავნილებს, რომლებიც ბავშვებს ასწავლის ემოციების რეგულაციას, უსაფრთხოებას, პასუხისმგებლიანი არჩევანის გაკეთებას, ტოლერანტობასა და მადლიერებას, ხოლო მშობლებსა და მასწავლებლებს სთავაზობს სანდო და პროფესიულ გზამკვლევს.

დაგვიკავშირდით