მომსახურების პირობები
მომსახურების წესები და პირობები
1. ზოგადი დებულებები
1.1. ხელშეკრულების საგანი: წინამდებარე წესები და პირობები (შემდგომში – „ხელშეკრულება“ ან „წესები“) წარმოადგენს კომპანიის მიერ წინასწარ ჩამოყალიბებულ, მრავალჯერადი გამოყენებისთვის გამიზნულ სტანდარტულ პირობებს, რომლებიც არეგულირებს ურთიერთობას შპს „გამომცემლობა ლიბრუმს“ (ს/კ 405706945) და მომხმარებელს შორის. ვებგვერდის გამოყენებისას თქვენზე ავტომატურად ვრცელდება წინამდებარე წესები და პირობები.
1.2. ტერმინთა განმარტებები: ამ ხელშეკრულების მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
• კომპანია/გამყდველი - შპს “გამომცემლობა ლიბრუმი”, საიდენტიფიკაციო კოდი: 405706945, რომელიც მოქმედებს კომერციული საქმიანობის ფარგლებში და ვებგვერდის (www.librumpublishing.com) მეშვეობით ახორციელებს პროდუქციის რეალიზაციას;
• მომხმარებელი - ნებისმიერი პირი, რომელიც სარგებლობს ვებგვერდით, რეგისტრირდება ან/და იძენს მასზე განთავსებულ პროდუქციას;
• დისტანციური ხელშეკრულება - ხელშეკრულება, რომელიც დადებულია კომპანიასა და მომხმარებელს შორის მხოლოდ დისტანციური კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით და არ მოითხოვს მხარეთა ფიზიკურ თანაყოფობას;
• პროდუქცია - ვებგვერდზე გასაყიდად წარმოდგენილი წიგნები და სხვა ნებისმიერი პროდუქტი;
• გასაყიდი ფასი – პროდუქციის ერთეულის საბოლოო ფასი, დამატებული ღირებულების გადასახადისა (დღგ) და ყველა სხვა გადასახადის ჩათვლით.
2. პროდუქციის მახასიათებლები, ფასი და გადახდის წესები
2.1. პროდუქციის მახასიათებლები: ვებგვერდზე სარეალიზაციოდ წარმოდგენილი პროდუქციის კონკრეტული მახასიათებლები განთავსებულია თითოეული პროდუქტის საინფორმაციო ბარათში.
2.2. ფასის სისრულე: სარეალიზაციო ფასი მითითებულია ეროვნულ ვალუტაში (ლარი) და წარმოადგენს საბოლოო ფასს, რომელიც მოიცავს დამატებული ღირებულების გადასახადს (დღგ) და ყველა სხვა გადასახადს.
2.3. მიწოდების ხარჯი: სარეალიზაციო ფასში არ შედის მიწოდების საფასური. მიწოდების ხარჯები დაანგარიშდება და მომხმარებელს წარედგინება შეკვეთის გაფორმებისას, მკაფიო და გასაგები ფორმით, არაუგვიანეს შეკვეთის პროცესის დასრულებისა.
2.4. გადახდის მეთოდები: გადახდა შესაძლებელია განხორციელდეს ვებგვერდზე ინტეგრირებული გადახდის სისტემებით (საბანკო ბარათი, ონლაინ გადარიცხვა).
3. მიწოდების პირობები საქართველოს მასშტაბით
3.1. მიწოდების ტერიტორია და შეზღუდვები: წიგნების მიწოდება ხორციელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.
3.2. მიწოდების ვადები:
3.2.1. თბილისის მაშტაბით: შეკვეთის დაფიქსირებიდან 1-2 სამუშაო დღის ვადაში
3.2.2. რეგიონებში: შეკვეთის დაფიქსირებიდან 3-5 სამუშაო დღის ვადაში
3.3. მიწოდების საფასური: გამოითვლება ლოკაციის მიხედვით და შემკვეთს წარედგინება შეკვეთის გაფორმებამდე
3.3. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მიწოდების ვადების დარღვევაზე, თუ ეს გამოწვეულია ფორსმაჟორული გარემოებებით ან საკურიერო კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზებით.
4. პროდუქციის დაბრუნების და ანაზღაურების წესები
4.1. უარის თქმის (დაბრუნების) უფლება და ვადა: მომხმარებელს უფლება აქვს, დააბრუნოს შეძენილი პროდუქცია და მოითხოვოს თანხის ანაზღაურება პროდუქციის მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში. დაბრუნების პროცედურის დასაწყებად, მომხმარებელი ვალდებულია დაუკავშირდეს კომპანიას ვებგვერდზე მითითებული საკონტაქტო გზებით.
4.2. წიგნის უკან გამოგზავნის პირობები: მომხმარებელი ვალდებულია პროდუქცია დაუბრუნოს კომპანიას ან მის მიერ უფლებამოსილ მესამე პირს აბსოლუტურად უნაკლო, პირვანდელი სასაქონლო სახით, როგორითაც ის მიიღო. მას არ უნდა აღენიშნებოდეს გამოყენების, ფიზიკური დაზიანების, გახსნის ან ცვეთის რაიმე ნიშანი. პროდუქციის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (საფოსტო ან საკურიერო) ხარჯი ეკისრება მომხმარებელს.
4.3. თანხის დაბრუნების ვალდებულება: კომპანია ვალდებულია, 4.2 პუნქტთან შესაბამისობაში მყოფი, დაბრუნებული პროდუქციის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში მომხმარებელს სრულად დაუბრუნოს გადახდილი თანხა იმავე ანგარიშზე, საიდანაც მოხდა გადახდა.
5. ინტელექტუალური საკუთრება
5.1. ვებგვერდზე განთავსებული მასალები, მათ შორის ტექსტები, ლოგოები, დიზაინი, წიგნების ყდები და სხვა მასალები წარმოადგენს კომპანიის ან შესაბამისი უფლებამფლობელების ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია საქართველოს კანონმდებლობით. მათი უნებართვო გამოყენება ან გავრცელება აკრძალულია შესაბამისი უფლებამფლობელის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
6. მარეგულირებელი კანონდებლობა
6.1. წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
6.2. მხარეებს შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა წყდება მოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავას განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.
7. წესების და პირობების ცვლილება
7.1. აღნიშნული წესები და პირობები ექვემდებარება გადახედვას და შესაძლოა, შეიცვალოს. ცვლილება, ანდა დამატება ძალაში შედის www. librumpublishing.com -ზე გამოქვეყნებისთანავე.