🎉 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში 🎉

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს, თუ როგორ აგროვებს, ამუშავებს, ინახავს და იცავს გამომცემლობა ლიბრუმი (ს/კ 405706945) (შემდგომში –“ლიბრუმი” ან „ჩვენ“) მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემებს ვებგვერდის www.librumpublishing.com (შემდგომში – „ვებგვერდი“) გამოყენებისას. “ლიბრუმი” იღებს ვალდებულებას, დაიცვას თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

1. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრინციპები

ჩვენ ვამუშავებთ პერსონალურ მონაცემებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, გამჭვირვალობისა და მონაცემთა მინიმიზაციის (საჭიროების შესაბამისობის) პრინციპების საფუძველზე.

2. მონაცემები, რომლებსაც ვაგროვებთ და მათი მიზნები

ვებგვერდზე რეგისტრაციის, შეკვეთის განთავსებისა და თქვენთვის შეკვეთის მიწოდების მიზნით, ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ შემდეგი სახის ინფორმაცია:

·        სახელი და გვარი: მომხმარებლის იდენტიფიკაციისა და შეკვეთის გაფორმებისთვის.

·        საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონის ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი): შეკვეთის სტატუსის შესატყობინებლად, მიწოდების კოორდინაციისთვის და მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად; მარკეტინგული ინფორმაციის გასაზიარებლად, მხოლოდ თქვენი თანხმობის შემთხვევაში.

·        მიწოდების მისამართი: ფაქტობრივი მისამართი (ქალაქი, ქუჩა, ბინა/სახლი, საფოსტო ინდექსი), რომელიც აუცილებელია შეკვეთის თქვენამდე კურიერის საშუალებით მისაწოდებლად.

·        ტრანზაქციის დეტალები: ინფორმაცია შეძენილი წიგნების, გადახდის თარიღისა და სტატუსის შესახებ. ყურადღება: ჩვენ არ გვაქვს წვდომა და არ ვინახავთ თქვენი საბანკო ბარათის მონაცემებს; გადახდა ხორციელდება დაცული, ავტორიზებული საგადახდო სისტემების მეშვეობით.

·        ტექნიკური მონაცემები: IP მისამართი, ქუქი-ფაილები (Cookies), ბრაუზერის ტიპი. ეს მონაცემები გამოიყენება ვებგვერდის ფუნქციონირების ოპტიმიზაციისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.

3. მონაცემთა უსაფრთხოება და მესამე მხარეებისთვის გადაცემა

ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე ტექნიკურ და ორგანიზაციულ უსაფრთხოების ზომებს თქვენი მონაცემების არასანქცირებული წვდომისგან დასაცავად (მაგ. SSL სერტიფიკატი და წვდომის შეზღუდვა).

ლიბრუმი არ გადასცემს პერსონალურ მონაცემებს მესამე პირებს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა ან იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია მომსახურების გაწევის მიზნით. პერსონალური მონაცემები შესაძლოა გაზიარებული იყოს მხოლოდ:

·        საკურიერო კომპანიებთან, შეკვეთის მიწოდების მიზნით;

·        საგადახდო სისტემებთან, ტრანზაქციის დასამუშავებლად;

·        სახელმწიფო ორგანოებთან, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

4. თქვენი უფლებები

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენ გაქვთ უფლება:

·        მიიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მონაცემები მუშავდება თქვენს შესახებ;

·        მოითხოვოთ არასწორი, არაზუსტი ან არასრული მონაცემების გასწორება ან განახლება;

·        მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან ანონიმიზაცია (თუ მონაცემთა დამუშავება აღარ არის აუცილებელი მათი შეგროვების მიზნისთვის ან არ არსებობს მათი შენახვის სხვა სამართლებრივი ვალდებულება);

·        გამოითხოვოთ თქვენ მიერ მიცემული თანხმობა მონაცემთა დამუშავებაზე (თუ დამუშავება ეფუძნებოდა მხოლოდ თანხმობას).

 

5. მესამე მხარის ბმულები

ჩვენი ვებგვერდი შეიძლება მოიცავდეს ბმულებს სხვა გვერდებზე გადასასვლელად. ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ და შესაბამისად, პასუხს არ ვაგებთ მესამე მხარის კონფიდენციალურობის პოლიტიკასა და პრაქტიკაზე.

 

6. ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში

აღნიშნული კონფიდენციალურობის პოლიტიკა ექვემდებარება გადახედვას და შესაძლოა, შეიცვალოს. ცვლილება, ანდა დამატება ძალაში შედის www. librumpublishing.com -ზე გამოქვეყნებისთანავე.

7. საკონტაქტო ინფორმაცია

პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის ან თქვენი უფლებების რეალიზაციის მიზნით, შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ საკონტაქტო არხებზე:

კომპანიის დასახელება: გამომცემლობა ლიბრუმი
ელ-ფოსტა: info@librumpublishing.com