🎉 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში 🎉

თერაპიული

დედიკო და მამიკო სამსახურში მიდიან

ავტორი: მზიკო დალაქიშვილი
ილუსტრატორი: ულიანა მესხი

ასაკი3+
გვერდები28
ფორმატი23×21 სმ, მყარი ყდა
გამოცემის წელი2025
25.00 GEL
  • მიწოდება თბილისში 1–2 სამუშაო დღეში
  • მიწოდება რეგიონებში 3–5 სამუშაო დღეში

როგორ დავეხმაროთ ბავშვებს, დაძლიონ მშობლებთან განშორებით გამოწვეული შფოთვა და უსიამოვნო ემოციები? როგორ ვესაუბროთ მათ ამ განცდებზე? ამ კითხვებზე პასუხის პოვნაში წიგნის მთავარი გმირი, კოსო დაგეხმარებათ.

კოსოს, ბევრი ბავშვის მსგავსად, მშობლებთან განშორება უჭირს. ყოველ დილით, როცა ისინი სამსახურში მიდიან, სევდა და შფოთვა ეუფლება. ერთ დღეს კოსო გადაწყვეტს, საკუთარ განცდებზე მშობლებს გულწრფელად ესაუბროს და ეს საუბარი მას საკუთარი ემოციების უკეთ გააზრებასა და გამკლავების გზების პოვნაში დაეხმარება.

ეს არის წიგნი მშობლებისა და შვილების ურთიერთობაზე, ბავშვურ განცდებსა და სიყვარულის იმ უხილავ ძაფზე, რომელიც მათ ერთმანეთთან ყოველთვის აკავშირებს.

წიგნი ეფუძნება ავტორის, ფსიქოთერაპევტ მზიკო დალაქიშვილის თერაპიული მუშაობის მრავალწლიან გამოცდილებას. ის პრაქტიკულ დახმარებას გაუწევს მშობლებს, საბავშვო ბაღის აღმზრდელებსა და თერაპევტებს, და ხელს შეუწყობს ბავშვების მხარდაჭერას როგორც ბაღთან ადაპტაციის პერიოდში, ისე განშორების შფოთვის დაძლევის პროცესში.

ISBN: 978-9941-8-8309-5

წიგნის შემქმნელები

მზიკო დალაქიშვილი

მზიკო დალაქიშვილი

ავტორი · ფსიქოთერაპევტი, გეშტალტფსიქოლოგი

მრავალი წელია მუშაობს ბავშვებთან და მოზარდებთან ფსიქოთერაპიისა და ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით. წიგნის „დედიკო და მამიკო სამსახურში მიდიან“ ავტორი.

ულიანა მესხი

ულიანა მესხი

ილუსტრატორი