🎉 სიახლე: "უშეცდომოთა ქალაქი" უკვე გაყიდვაშია 🎉

Book

როგორ ისწავლა ანანომ მოთმინება

ავტორი: მარიამ მალანია, ირინე დოღაძე
ილუსტრატორი: ლინა აქულაშვილი

ასაკი3+
გვერდები18
ფორმატი18×18 სმ, მყარფურცლიანი
გამოცემის წელი2024
18.90 GEL
  • მიწოდება თბილისში: 5 ლარი
  • მიწოდება რეგიონებში: ქალაქი - 8 ლარი, სოფელი - 10 ლარი

შეგიმჩნევიათ, როგორ უჭირთ ბავშვებს ლოდინი? ეს ბუნებრივიცაა, რადგან პატარებს დროის ცნება ჯერ კიდევ არ აქვთ ჩამოყალიბებული და მოთმინების უნარის გავარჯიშებაში უფროსების დახმარება სჭირდებათ.

ამ ფერად წიგნში ბავშვები კვლავ შეხვდებიან ანანოს და მის მეგობრებს - ცეროდენა დანის, დათუნია ბობოს და ბუზღუნა ტყის კაცუნებსაც გაიცნობენ. მათთან ერთად აღმოაჩენენ, რომ ლოდინი შეიძლება მოსაწყენი სულაც არ იყოს და თუ თავშესაქცევს იპოვი, საინტერესოც კია ხოლმე.

წიგნი პრაქტიკულ დახმარებას გაუწევს როგორც მშობლებს, ისე თერაპევტებსა და ბაღის მასწავლებლებს.

ISBN: 9789941875915

წიგნის შემქმნელები

მარიამ მალანია

მარიამ მალანია

ავტორი · ნეიროფსიქოლოგი

კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის მაგისტრი. "გამომცემლობა ლიბრუმის" თანადამფუძნებელი და სერიის "ფსიქოლოგიური გზამკვლევი " თანაავტორი. მუშაობს ფსიქოგანათლების მიმართულებით

ირინე დოღაძე

ირინე დოღაძე

ავტორი · ნეიროფსიქოლოგი

ფსიქოლოგიის დოქტორი. "გამომცემლობა ლიბრუმის" თანადამფუძნებელი და სერიის "ფსიქოლოგიური გზამკვლევი " თანაავტორი. მუშაობს ბავშვთა განვითარების, თვითრეგულაციის და ემოციური კეთილდღეობის მიმართულებით.

ლინა აქულაშვილი

ლინა აქულაშვილი

ილუსტრატორი